კალათბურთი

21:30 | 28.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ცვლილებები “რუსთავის” ოცწლამდელთა გუნდში

საქართველოს ოც წლამდე ვაჟ კალათბურთელთა ჩემპიონატის მონაწილე ,,რუსთავის’’ სამწვრთნელო შტაბში ცვლილებებია. სხვადასხვა მიზეზით გუნდი დატოვა მთავარი მწვრთნელის ოთარ ხმელიძის თანაშემწემ დათო მაჭავარიანმა. მისი ადგილი ახალგაზრდა მწვრთნელმა, ვეტერანმა კალათბურთელმა დავით არწივიძემ დაიკავა. ამის შესახებ worldsport.ge-ს თავად არწივიძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ არწივიძეს სუპერლიგის მონაწილე რამდენიმე გუნდში აქვს ნათამაშები. ყველაზე დიდხანს კი სუპერლიგის მონაწილე ,,რუსთავში’’ გამოდიოდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.101874