“ევერტონი” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში რამდენიმე ტრანსფერს განახორციელებს და ამისთვის, 45 მილიონი ფუნტი ექნება გამოყოფილი – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Mirror–ი.
აღნიშნული წყაროს ცნობით, მერსისაიდელთა მთავარ მწვრთნელს რონალდ კუმანს სამი მოთამაშის დამატება სურს: მცველის ვირჯილ ვან დეიკის (“საუთჰემპტონი”), ნახევარმცველის მორგან შნეიდერლენის (“მანჩესტერ იუნაიტედის”) და ფორვარდის ადემოლა ლუკმენის (“ჩარლტონი”).
“კანფეტები” პრემიერლიგაში 18 ტურის შემდეგ 26 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფებიან.





