ფეხბურთი

12:46 | 3.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსმა“ რინკონი ოფიციალურად დაადასტურა

ტურინის „იუვენტუსმა“ ოფიციალურ საიტზე დაადასტურა, რომ ნახევარმცველ ტომას რინკონთან კონტრაქტი გააფორმა.

28 წლის ვენესუელელი ფეხბურთელი „ბებერ ქალბატონში“ 2020 წლამდე დარჩება, ტრანსფერის ღირებულება კი 8 მილიონი ევროა. გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში „ჯენოა“ დამატებით კიდევ 1 მილიონს მიიღებს.

რინკონი „ჯენოაში“ 2014-2015 წლების სეზონში „ჰამბურგიდან“ გადავიდა და 80 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170487