კალათბურთში ,,ა’’ ლიგის წევრის კლუბ არენა 76-ის მთავარი მწვრთნელის, მარკო მინიჩის თანაშემწედ ვეტერანი ქართველი კალათბურთელი, ცენტრალური თავდამსხმელი დავით ბერძენიშვილი მუშაობს. ამის შესახებ worldsport.ge-ს თავად ბერძენიშვილმა განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ბერძენიშვილი პარალელურად საკალათბურთო კლუბ ,,დინამოს’’ ბავშვთა ერთ-ერთ ჯგუფს ავარჯიშებს. მას საქართველოს რამდენიმე წამყვან გუნდთან ერთად საზღვარგარეთის რამდენიმე ქვეყანაშიც აქვს ნათამაშები. იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი.







