ავტოსპორტი

1:43 | 4.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბოტასი „მერსედესში“, ვერლაინი - „ზაუბერში“

„მერსედესი“ შობის დღესასწაულამდ შეგვპირდა, რომ მსოფლიო ჩემპიონ ნიკო როსბერგის შემცვლელთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას 3 იანვარზე ადრე არ მიიღებდა, მაგრამ სავარძლის მოსარგებად, საიდუმლოდ მიუწვევია ვალტერი ბოტასი, რაც იმას ნიშნავს, რომ საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. სამქიმიანებმა ჩემპიონის სანაცვლოდ ფინელი პილოტი მიიწვიეს.

იმავდროულად, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იმავე „მერსედესმა“ „ზაუბერში“ მოაწყო თავისი გერმანელი პროტეჟე პასკალ ვერლაინი, რომელიც თავად მხოლოდ იმის გამო არ წაიყვანა, რომ მისი მწირი გამოცდილება დაიწუნა. ვერლაინი DTM-ის ჩემპიონია და „მენორშიც“ არაერთი კარგი რბოლით დაგვამახსოვრა თავი, თუმცა სამქიმიანები თვლიან, რომ ლუის ჰამილტონის გვერდით ის დაიკარგება და საკუთარ შესაძლებლობებს ვერ გამოავლენს.

ასეა თუ ისე, მომავალ სეზონს ვერლაინი შვეიცარიულ გუნდში, შვედი მარკუს ერიკსონის თანაგუნდელად გაატარებს. ეს ინფორმაცია თავად გუნდს ოფიციალურად ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა მალე ასეც მოხდება. „ზაუბერი“, „უილიამსი“ და „მერსედესი“ პრაქტიკულად ერთდროულად გეგმავენ განცხადებების გავრცელებას. „ზაუბერი“ ვერლაინის შესახებ, „უილიამსი“ იმაზე, რომ ერთი სეზონით ფელიპე მასა დააბრუნა, რომელიც ბოტასს შეცვლის და „მერსედესი“ ბოტასთან კონტრაქტის გაფორმებაზე.

ამგვარად, პილოტებით დაუკომპლექტებელი ჯერჯერობით ერთადერთი გუნდი - „მენორი“ რჩება. ის ამ ეტაპზე, ახალ ინვესტორებთან აწარმოებს მოლაპარაკებას, რომლებიც გუნდის თანამფლობელებიც გახდებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099035