კალათბურთი

21:51 | 4.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩლაიძე მემორიალზე  თამაშს  აპირებს

სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი, ,,კაკტუსის“ წევრი ირაკლი ჩლაიძე ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას გადის და მისი დასრულების შემდეგ ოლიმპიური ჩემპიონების ზურაბ საკანდელიძე-ოთარ ქორქიას მემორიალში მონაწილეობის მიღებას აპირებს. ამის შესახებ worldsport.ge-ს თავად ჩლაიძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ჩლაიძემ 20 დეკემბერს გლანდების ოპერაცია გაიკეთა. კალათბურთელი ამჟამად თავს კარგად გრძნობს და უახლოეს მომავალში ვარჯიშს შეუდგება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162954