საქართველოს მოქმედი ჩემპიონი საკალათბურთო კლუბი ,,ქუთაისი’’ ქალაქ ქუთაისის მერიის სპორტის განყოფილების გადაწყვეტილებით ქუთაისის 2016 წლის საუკეთესო გუნდად აღიარეს.
შეგახსენებთ, რომ ,,ქუთაისმა’’ 2015-2016 წლების სეზონში საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატი და ოლიმპიური ჩემპიონების ზურაბ საკანდელიძე-მიხეილ ქორქიას მემორიალი მოიგო. მიმდინარე, 26-ე ეროვნულ ჩემპიონატში კი ერთპიროვნულ ლიდერ ,,დინამოს’’ შემდეგ მეორე ადგილზე იმყოფება.







