კალათბურთი

23:44 | 5.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულია All Star-ის გამოკითხვაში მეორე ადგილზეა!

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი და "გოლდენ სტეიტის" ცენტრი ზაზა ფაჩულია ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ნბა-ს ყველა ვარსკვლავის საშუალედო შედეგების თანახმად, ქართველი დასავლეთ კონფერენციის წინახაზელთა შორის მეორე ადგილზე 439, 675 ხმით იმყოფება. აღნიშნული მონაცემები NBA-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ზაზა პირველადგილოსან და თანაგუნდელ კევინ დურანტს (541 209) ჩამორჩება, მესამეადგილოსან "სან ანტონიოს" კალათბურთელ კავაი ლეონარდს (341, 240), რომელსაც წინა წელს ზაზა ჩამორჩა, თითქმის 100 000 ხმით უსწრებს.

დასავლეთ კონფერენციის მცველებს შორის ლიდერი ასევე "გოლდენ სტეიტის" კიდევ ერთი ვარსკვლავი სტეფ კარია (523,597), მეორე პოზიციაზე კი - "ჰიუსტონის" მოთამაშე ჯეიმს ჰარდენია (519,446).

აღმოსავლეთ კონფერენციის ფორვარდებში პირველ ადგილზე "კლივლენდის" კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსია (595,288), მეორე პოზიციას კი "მილუოკის" მოთამაშე იანის ადეტოკუმბო (500,663) იკავებს, მესამე ადგილზე ლიდერებს საგრძნობლად ჩამორჩება კევინ ლავი ("კლივლენდი", 250,347). უკანახაზელებს შორის კი ლიდერი ჯეიმსის თანაგუნდელი და კაირი ირვინგია (543,030), რომელიც დიდი უპირატესობით უსწრებს დუეინ უეიდს ("ჩიკაგო", 278,052).

წელს “ოლ სტარზე” კალათბურთელთა არჩევის ახალი წესი ამოქმედდა, კალათბურთელთა 50%-ს გულშემატკივრები ირჩევენ, ხოლო 25-25% ჟურნალისტები და თავად მოთამაშეები.

როგორც გვახსოვს, შარშან ზაზას All Star-ზე მოსახვედრად ძალიან ცოტა დააკლდა და რომ არა ბევრი არაზუსტად მიცემული ხმა ფაჩულიას ყველა ვარსკვლავის მატჩზე ნამდვილად ვიხილავდით.

2017 წლის “ოლ სტარზე” ზაზასთვის ხმის მიცემა ოთხი სხვადასხვა გზით შეგიძლიათ:

  1. Facebook-ის სტატუსად ვწერთ: #NBAVOTE Zaza Pachulia (მხოლოდ 24 საათში ერთხელ)
  2. Twitter-ის სტატუსად: #NBAVOTE Zaza Pachulia (მხოლოდ 24 საათში ერთხელ)
  3. Google-ის საძიებო ველში ვწერთ NBA Vote All-Star, შემდეგ წარმოდგენილი გუნდებიდან ვირჩევთ Golden state-ს, კალათბურთელებიდან, კი ზაზა ფაჩულიას. ამ შემთხვევაშიც ხმის მიცემა ხდება 24 საათში ერთხელ.
  4. nba.com/vote საიტზე უნდა დარეგისტრირდეთ და აქაც 24 საათსი ერთხელ.

თუ დღეში ოთხივე საშუალებას გამოიყენებთ შეგიძლიათ ერთ დღეში ფაჩულიას ოთხი ხმა მისცეთ.

“ოლ სტარი” 2017 წელს “ნიუ ორლეანში” გაიმართება, ხმის მიცემა 16 იანვარს დასრულდება.

0.167475