კალათბურთი

16:57 | 7.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქორქია-საკანდელიძის მემორიალი „დინამოსა“ და „ბათუმის“ გარეშე ჩაივლის

ქუთაისის საკალათბურთო სკოლის აღზრდილების, მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონების, მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალი 14-18 იანვარს ქუთაისის სპორტის სასახლეში ჩატარდება.

მემორიალში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. წლევანდელ ტურნირში სხვადასხვა მიზეზით არ მონაწილეობენ საქართველოს 26-ე ეროვნული ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი „დინამო“ და სუპერლიგის ერთ-ერთი ტიტულოვანი გუნდი „ბათუმი“.

ასპარეზობის მონაწილე რვა გუნდიდან ექვსი („ქუთაისი“, „რუსთავი“, „სოხუმი“, „კაკტუსი“, „ოლიმპი“, „მგზავრები“) სუპერლგის, ხოლო ორი კი „ა“ ლიგის („არენა-76“, „წყალტუბო“) წარმომადგენელია. მემორიალის მონაწილე გუნდები ორ ოთხგუნდა ჯგუფში გადანაწილდნენ. ფინალში თითოეული ჯგუფის გამარჯვებული გუნდები ითამაშებენ.

მემორიალის მონაწილე გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად გადანაწილდნენ:

„ა“ ჯგუფი: „ქუთაისი“, „სოხუმი“, „ოლიმპი“, „წყალტუბო“.

„ბ“ ჯგუფი: „რუსთავი“, „კაკტუსი“, „მგზავრები“, „არენა-76“.

შეგახსენებთ, რომ 2015-2016 წლების საკალათბურთო სეზონის გამარჯვებული გუნდი „ქუთაისია“.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097263