კალათბურთი

16:23 | 9.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალს ქუთაისი უმასპინძლებს

ოლიმპიური ჩემპიონების - ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალური ტურნირი წელს 14-დან 18 იანვრის ჩათვლით გაიმართება და მას ოლიმპიური ჩემპიონების მშობლიური ქალაქი ქუთაისი უმასპინძლებს. აღნიშნული ტურნირი 2006 წლიდან იმართებოდა თბილისში, ხოლო ბოლო 2 წელია მას იმერეთის დედაქალაქი მასპინძლობს.

მემორიალში მონაწილეობას სუპერლიგის 5 და „ა“ ლიგის 3 გუნდი მიიღებს. გუნდები 2 ჯგუფში არიან განაწილებულნი და 1 წრის თავზე პირველ ადგილზეგასულები ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან.

ჯგუფური ეტაპის მატჩები 14, 15 და 16 იანვარს გაიმართება. ფინალში გასული გუნდები სატიტულო მატჩში ერთმანეთს მიხეილ ქორქიასა და ზურაბსაკანდელიძის სახელობის ქუთაისის სპორტის სასახლეში 18 იანვარს, 14:00 საათზე, შეხვდებიან. გამარჯვებულს ოლიმპიური ჩემპიონების სახელობისგარდამავალი თასი გადაეცემა, ხოლო ტურნირზე დაწესებული იქნება ინდივიდუალური პრიზებიც - საუკეთესო უკანახაზელისა და ფორვარდისთვის.

ქორქია-საკანდელიძის მემორიალური ტურნირის ორგანიზატორები არიან ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია.

superleague.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.100001