ჩოგბურთი

19:21 | 9.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

სკიავონე კარიერას ასრულებს

36 წლის გამოცდილმა იტალიელმა ჩოგბურთელმა ფრანჩესკა სკიავონემ განაცხადა, რომ 2017 წელი მის კარიერაში ბოლო იქნება.

“გადავწყვიტე, რომ ბოლო სეზონი ვითამაშო. ჩემს საუკეთესო თამაშს ვეღარ ვაჩვენებ, ამ წელს მინდა მთელი ჩემი 19 წლიანი გამოცდილება ჩავდო და კარგად ვითამაშო. ჯერჯერობით არ ვიცი კარიერის დასრულების შემდეგ რა უნდა გავაკეთო, მაგრამ ახლა ნელ-ნელა გეგმებს ვსახავ”- განაცხადა სკიავონემ.

ფრანჩესკას კარიერაში WTA-ის 7 ტურნირი და რაც მთავარია 2010 წელს “როლანდ გაროსი” აქვს მოგებული. სკიავონე 2011 წელს მსოფლიოს ნომერ მეოთხე ჩოგბურთელი გახლდათ, იტალიელს ჩოგბურთის თამაშით 10,6 მილიონი ამერიკული დოლარი აქვს ნაშოვნი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09549