სუპერლიგის მონაწილე ,,ბათუმის’’ მძიმე ფორვარდი ლევან რევაზაშვილი (27.03.92, 210 სმ) ტრავმის მოშუშების შემდეგ ვარჯიშს შეუდგა. ამის შესახებ worldsport.ge-ს ,,ბათუმის’’ მთავარმა მწვრთნელმა, ვეტერანმა კალათბურთელმა დავით უსტიაშვილმა განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ რევაზაშვილმა კოჭი საქართველოს 26-ე ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის მეოთხე ტურში ,,რუსთავთან’’ შეხვედრის დროს ამოიტრიალა და იმის შემდეგ აღარ უთამაშია.







