ფეხბურთი

19:16 | 12.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

დიბალას “იუვენტუსიდან” წასვლა არ უნდა

პაულო დიბალა ტურინის “იუვენტუსთან” კონტრაქტს ახანგრძლივებს. gazzetta dello sport-ის ინფორმაციით, 22 წლის არგენტინელი თანახმაა იტალიის ჩემპიონის რიგებში კიდევ დიდი ხანი დარჩეს.

“მე “იუვენტუსში” დარჩენა მინდა და იმედია, ასეც იქნება. დელ პიერო? – სასიამოვნოა, როდესაც მას მადარებენ”, - ამბობს დიბალა.

ჯერჯერობით უცნობია ახალი ხელშეკრულების პირობები. წყაროს ცნობით, დიბალას აგენტი იტალიაში 20 იანვრისთვის ჩავა და მოლაპარაკებებიც სწორედ მაშინ დასრულდება.

პაულო დიბალა “იუვენტუსში” 2015 წელს “პალერმოდან” გადავიდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. ცოტა ხნის წინ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს “რეალი” მის სანაცვლოდ 105 მილიონი ევროს გადახდას აპირებს დამდეგ ზაფხულს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.08993