სუპერლიგის მონაწილე გუნდების ყოფილი წევრები, უკანახაზელი სანდრო მეგენეიშვილი(07. 09. 93, 103 სმ) და ფორვარდი ზურა მაისურაძე(18. 01. 91, 195 სმ) კარიერას ,,ა’’ ლიგის წევრ ,,არენა-76’’-ში აგრძელებენ. ამის შესახებ worldsport.ge-ს ,,არენა-76’’-ის მთავარი მწვრთნელის მარკო მინიჩის თანაშემწემ, ვეტერანმა კალათბურთელმა დავით ბერძენიშვილმა განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ,,ა’’ ლიგის ჩემპიონატის დაწყებამდე ,,არენა-76’’ ზურაბ საკანდელიძე-მიხეილ ქორქიას მემორიალზე გამოვა, სადაც ჯგუფურ ეტაპზე მისი მეტოქეები სუპერლიგის მონაწილე გუნდები ,,რუსთავი’’, ,,კაკტუსი’’ და ,,მგზავრები’’ იქნებიან.







