კალათბურთი

11:38 | 13.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

დიქსონის აეკ-მა მეშვიდე შეხვედრა მოიგო

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული უკანახაზელის, მაიკლ დიქსონის აეკ-მა, ევროპის ჩემპიონთა ლიგაში მორიგი შეხვედრა გერმანიის „ლუდვიგსბურგთან“ ჩაატარა. 82:72 - გაიმარჯვეს სტუმრებმა, რომლებმაც 12 შეხვედრაში 19 ქულა დააგროვეს და „ე“ ჯგუფში მე-4 ადგილზე იმყოფებიან.

მაიკლმა ამ შეხვედრაში პარკეტზე დაახლოებით 20 წუთი დაჰყო და თანაგუნდელებს 8 ქულით, 2 მოხსნით, 4 პასითა და 3 ჩაჭრით შეეწია.

აეკ-ი მორიგ მატჩს 18 იანვარს, კვლავ გასვლაზე, ამჯერად სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართავს - ადგილობრივ „პარტიზანს“ ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.157801