საკალათბურთო ,,ა’’ ლიგის მონაწილე ,,წყალტუბომ’’ რიგით მესამე ლეგიონერი ამერიკელი ფორვარდი ტრავანტე უილიამსი (29. 07. 93, 197სმ) დაიმატა. ეს ინფორმაცია worldsport.ge-ს ,,წყალტუბოს’’ მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ტომარაძემ მიაწოდა.
შეგახსენებთ, რომ უკანახაზელ ბრაიან ბლექბორნისა (აშშ) და ცენტრალურ თავდამსხმელ დიმიტრი სვირიდოვის (ყაზახეთი) შემდეგ უილიამსი მესამე ლეგიონერია, რომელიც ,,წყალტუბოს’’ ამ სეზონში სუპერლიგის ერთადერთი საგზურის მოპოვებაში დაეხმარება.







