კალათბურთი

19:38 | 14.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

მასპინძლებმა დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვეს

ქუთაისში მიმდინარე ზურაბ საკანდელიძე-მიხეილ ქორქიას მემორიალის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ,,წყალტუბოსა’’ და ,,ქუთაისის’’ გუნდები დაუპირისპირდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, თამაშმა ქუთათურთა სრული უპირატესობით ჩაიარა და მათი გამარჯვებით დასრულდა - 84:65.

ამ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი ,,წყალტუბოს’’ ამერიკელი ლეგიონერი ბრაიან ბლექბერნი იყო, რომელმაც 23 ქულა დააგროვა. 16 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი მისმა თანაგუნდელმა დმიტრი სვირიდოვმა შეასრულა. წყალტუბოელთა მხრიდან ძირითადად ლეგიონერები აქტიურობდნენ, რომლებმაც გუნდის 65-დან 57 ქულა დააგროვეს.

ქუთაისელთა მხრიდან ყველაზე კარგი შედეგი ბექა ბექაურმა აჩვენა, რომელმაც 19 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

წყალტუბო - ქუთაისი 65:84

(11:27, 24: 20, 19:19, 11:18)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.082865