ქუთაისში მიმდინარე საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის ,,ბ’’ ჯუფის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ,,ა’’ ლიგის წარმომადგენელი ,,არენა-76’’ და სუპერლიგის წევრი ,,კაკტუსი’’ დაუპირისპირდნენ.
მართალია, ფავორიტად ,,კაკტუსი’’ ითვლებოდა, მაგრამ ,,არენამ’’ მეტოქეს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია და გამარჯვებამდე ცოტა დააკლდა. სამი მეოთხედის შემდეგ ანგარიში 57:51 იყო ,,არენა-76’’-ის სასარგებლოდ. შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი ბოლო მეოთხედში გადაწყდა, რომელიც ,,კაკტუსმა’’ 24:17 მოიგო და საბოლოოდ ერთი ქულის სხვაობით 75: 74 შეძლო მეტოქის დამარცხება.
27 ქულითა და 14 მოხსნით ყველაზე კარგი შედეგი ,,არენა-76’’ ამერიკელმა ლეგიონერმა პეტერ ალექსისმა აჩვენა. ამ შეხვედრაში მეორე ორმაგი დუბლი ალექსისის თანაგუნდელმა ოლექსანდრ რიხლიუკმა შეასრულა, რომლის ანგარიშზეც 15 ქულა და 16 მოხსნაა. კაკტუსელთა შორის 15 ქულით საუკეთესო ბექა ჩიკვილაძე იყო.
,,არენა-76’’- ,,კაკტუსი’’ 74:75 (15: 17, 23: 18, 19:16, 17: 24)







