კალათბურთი

21:42 | 17.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

მაისურაძისა და ,,დელტას“ გზები გაიყარა

,,ა’’ ლიგის მონაწილე ,,დელტასა’’ და მისი აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ვეტერანი კალათბურთელის ირაკლი მაისურაძის გზები ურთიერთშეთანხმების შემდეგ გაიყარა. ამის შესახებ worldsport.ge-ს თავად მაისურაძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ,,დელტამ’’ ,,ა’’ ლიგის საგზური მაისურაძის მწვრთნელობის დროს მოიპოვა. მან გადამწყვეტ ეტაპზე შავი ზღვის უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხა.

ამჟამად მაისურაძე კარიერას აგრძელებს ზაზა ფაჩულიას აკადემიაში, სადაც ბავშვებთან მუშაობს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.171585