სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

0:10 | 18.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“სიტი” მესის თავს არ ანებებს

ინგლისური “მანჩესტერ სიტი” ლიონელ მესის გადაბირებას ისევ ცდილობს. ბრიტანული “სანის” ინფორმაციით, “ქალაქელებს” უკვე მზად აქვთ შეთავაზება “ბარსელონასთვის”. გავრცელებული ცნობით, “სიტი” კატალონიელების დაყოლიებას 110 მილიონი ევროთი შეეცდება.

თავად არგენტინელ თავდამსხმელს კი ხელფასის სახით კვირაში 900 ათას ევროს ჰპირდება. ჯერჯერობით აღნიშნულ ინფორმაციაზე ესპანურ გუნდს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

ლიონელ მესის “სიტიში” შესაძლო გადაბარგებაზე დიდი ხანია იწერება და ეს თემა აქტუალური კიდევ უფრო მას შემდგომ გახდა, რაც ინგლისური კლუბი პეპ გვარდიოლამ ჩაიბარა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089689