მიუნხენის 1972 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონების ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის მეთორმეტე გათამაშების ფინალში ერთმანეთს ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, მემორიალის ბოლო გათამაშების გამარჯვებული ,,ქუთაისი’’ და ,,ა’’ ლიგის წევრი ,,არენა 76’’ დაუპირისპირდნენ. მართალია, ეს უკანასკნელი ფინალში ბურთების უკეთესი შეფარდების გამო მოხვდა, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში მონაწილეობის უფლება მაინც დამსახურებულად მოიპოვა.
ეტყობა თბილისელმა კალათბურთელებმა მემორიალის ჯგუფურ ეტაპს დიდი ენერგია შეალიეს, რადგან ფინალურ შეხვედრაში ძალიან სუსტად გამოიყურებოდნენ. ქუთათურები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერობდნენ.
იყო მომენტი, როდესაც მასპინძელთა უპირატესობამ ანგარიშში ოცდარვა ქულას მიაღწია-53: 25. შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, რომელიც ,,ქუთაისმა’’ დიდი ანგარიშით 45: 21 მოიგო. შეხვედრის საბოლოო ანგარიშია 80:58 მასპინძელთა სასარგებლოდ.
ამ შეხვედრაში 18 ქულით ყველაზე შედეგიანი ,,ქუთაისის’’ ფორვარდი აკაკი ლომოური იყო. თბილისელთა შორის ყველაზე კარგი შედეგი უკრაინელმა ლეგიონერმა, ცენტრალურმა თავდამსხმელმა ოლექსანდრ რიხლიუკმა აჩვენა, რომლის ანგარიშზეც 15 ქულა და 16 მოხსნაა.
ამრიგად, ,,ქუთაისმა’’ ზედიზედ ორჯერ შეძლო მემორიალის მოგება და ,,რუსთავის’’ შემდეგ მეორე გუნდი გახდა, რომელსაც საკანდელიძე-ქორქიას მემორიალი ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული.
შეგახსენებთ, რომ მემორიალი ,,რუსთავს’’ ოთხჯერ, ხოლო ,,თბილავიამშენს’’, თსუ-ს, ,,არმიას’’, ,,ოლიმპს’’, შ.ს.ს ,,აკადემიასა’’ და ,,დინამოს’’ თითოჯერ აქვთ მოგებული.
,,ქუთაისი’’- ,,არენა 76’’ 80: 58
(22:10, 23: 11, 13: 14, 22: 23)
ქუთაისი. სპორტის სასახლე. ზურაბ საკანდელიძე-მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალი. ფინალური შეხვედრა.
,,ქუთაისი“ : დ. წივწივაძე(2), ფაშაევი(8), ჭეიშვილი, ლომოური(18), ქადარია(2); ა.ბოისა(7), ცეკვავა(6), ცინცაძე(5), გ.ბარბაქაძე(17), ტუბაკი(8), ბექაური(7).
მთავარი მწვრთნელი: კოტე ტუღუში
,,არენა 76“ : მეგენეიშვილი(5), ჩაჩიბაია(3), მაისურაძე(4), ყველაშვილი, რიხლიუკი(15ქ. 16მ .); აბაიშვილი(6), ალექსისი9ქ. 8მ.), კოპალიანი, კ.ბითაძე(5ქ. 15მ.), ლუისი(11).
მთავარი მწვრთნელი: მარკო მინიჩი
მემორიალის ფინალურ შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:
2006 წ. 20 იანვარი ,,რუსთავი’’- სტუ 106:77
2007 წ. 21 იანვარი ,,ენერჯი-ინვესტი’’-თსუ 95:75
2008 წ. 18 იანვარი,,თბილავიამშენი’’-,,ენერჯი-ინვესტი’’80:78
2008 წ. 28 დეკემბერი ,,ენერჯი-ინვესტი’’-ნტდ,,თბილისი“91:60
2010 წ. 17 იანვარი ,,ენერჯი-ინვესტი’’- შ.ს.ს,,აკადემია’’ 75:58
2011 წ. 21 იანვარი თსუ - ,,სოხუმი’’ 102: 86
2012 წ. 20 იანვარი ,,არმია’’ - შ.ს.ს,,აკადემია’’ 99:83
2013 წ. 22 იანვარი ,,ოლიმპი’’-,,რუსთავი’’80:67
2014 წ. 24 დეკემბერი ,,დინამო’’-,,სოხუმი’’80-75
2015 წ. 29 იანვარი შ.ს.ს ,,აკადემია’’ -,,რუსთავი’’ 84-79
2016 წ. 16 იანვარი ,,ქუთაისი’’- ,,სოხუმი’’ 86:57
2017 წ. 18 იანვარი ,,ქუთაისი’’-,,არენა 76’’ 80:58









