საკალათბურთო „ა“ ლიგის წევრ მარნეულის „დელტას“ აწ უკვე ყოფილმა კალათბურთელმა, ამერიკელმა უკანახაზელმა კარტერ სმიტმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდი დატოვა. ამის შესახებ worldsport.ge-ს ,,დელტას’’ მთავარმა მწვრთნელმა ლექსო ლაფანაშვილმა განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ სმიტი „დელტას“ „ა“ ლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა - მარნეულელებმა გადამწყვეტ შეხვედრაში შავი ზღვის უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხეს.







