საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის ბოლო, გადადებული შეხვედრა რუსთავში ჩატარდა, სადაც ქვემოქართლელებმა სუპერლიგის დებიუტანტ ,,კაკტუსს’’ უმასპინძლეს.
ამ შეხვედრაში ფავორიტად მასპინძლები ითვლებოდნენ, რომლებიც სტუმრებს სამი ქულით უსწრებდნენ. პირველ ტაიმში მცირე უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, რაც ანგარიშშიც გამოიხატა 42:38 ,,კაკტუსის’’ სასარგებლოდ.
მესამე მეოთხედმა სტუმართა სრული უპირატესობით ჩაიარა. იყო მომენტები, როდესაც ,,კაკტუსი’’ 20 ქულაზე მეტი სხვაობითაც იგებდა. შეძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი ამ მეოთხედში გადაწყდა, რადგან დროის ეს მონაკვეთი სტუმრებმა თვრამეტი ქულის სხვაობით 31:13 მოიგეს. დასკვნით მეოთხედში ,,კაკტუსმა’’ შეძლო მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება და უაღრესად მნიშვნელონი გამარჯვება მოიპოვა ანგარიშით 94:75.
ამ შეხვედრაში ყველაზე კარგი შედეგი ,,კაკტუსის’’ უკანახაზელმა ტაილერ უაითმა აჩვენა, რომლის ანგარიშზეც 24 ქულა 7 მოხსნა და 5 პასია. 11 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი მისმა თანაგუნდელმა, ცენტრალურმა თავდამსხმელმა ჯონ ფლოვიესმა შეასრულა. პირველი წრის შემდეგ ,,კაკტუსს’’ 20 ქულა აქვს და ,,სოხუმთან’’ და ,,ბათუმთან’’ ერთად მეოთხე-მეექვსე ადგილებს ინაწილებს.
,,რუსთავი’’- ,,კაკტუსი’’ 75: 94 (20:21, 18: 21, 13: 31, 24:, 21)







