ფეხბურთი

17:55 | 24.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ჰალმა” მარკოვიჩი ინათხოვრა

“ლივერპულის” საკუთრებაში მყოფი შემტევი ლაზარ მარკოვიჩი სეზონს “ჰალ სიტიში” დაასრულებს. აღნიშნული ინფორმაცია “ვეფხვების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

22 წლის ფეხბურთელი ახალ კლუბში 31 მაისამდე იჯარის წესით ითამაშებს. მან მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი ლისაბონის “სპორტინგში” ჩაატარა და 14 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

ცნობისთვის, მარკოვიჩი “ლივერპულში” 2014 წელს “ბენფიკადან” გადავიდა. წარუმატებელი სადებიუტო სეზონის შემდეგ ის ჯერ “ფენერბახჩეში” გახლდათ განათხოვრებული, შემდგომ კი – “სპორტინგში”

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.084624