ფეხბურთი

18:31 | 24.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

პიციმ “ბენფიკასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

პორტუგალიელმა ნახევარმცველმა პიციმ ლისაბონის “ბენფიკასთან” ახალი ხელშეკრულება გააფორმა – იუწყება “არწივების” ოფიციალური ვებგვერდი.

ახალი კონტრაქტის თანახმად, 27 წლის ფეხბურთელი “ესტადიო და ლუჟზე” 2022 წლამდე დარჩება.

პიციმ მიმდინარე სეზონში “ბენფიკას” მაისური 31-ჯერ მოირგო, 11 გოლი გაიტანა და 8-ჯერ გუნდელებს გაატანინა. მას პორტუგალიის ნაკრების რიგებში 4 მატჩი აქვს გამართული და თავის გამოჩენა ერთხელ მოახერხა.

თეგებიპიცი
0.151362