საკალათბურთო ,,ა’’ ლიგის წევრმა თსუ - ჰიუნდაიმ უკანახაზელ მეთიუ გლოვერის (5, 10, 91, 194 სმ) შემდეგ კიდევ ერთი უკანახაზელი კრისტოფერ ანდერსონი (13. 12. 92, 175 სმ) და ცენტრალური თავდამსხმელი კრისტოფერ გაბრიელი (19. 12.88, 211სმ) დაიმატა. ამით გუნდში ლეგიონერთა დამატების ლიმიტი ამოიწურა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის დებულებიდან გამომდინარე ,,ა’’ ლიგის გუნდს შეუძლია გუნდში მაქსიმუმ სამი უცხოელი კალათბურთელი ჰყავდეს.







