საქართველოს ჩემპიონისა და ოლიმპიური ჩემპიონების ზურაბ საკანდელიძე - მიხეილ ქორქიას მემორიალის გამარჯვებული ,,ქუთაისის“ კალათბურთელები, უკანახაზელი თემურ ბაბუნაშვილი ( 07.02.1990, 188 სმ) და ცენტრალური თავდამსხმელი ბექა ბექაური (18.01.1991, 207 სმ) გამოჯანმრთელების შემდეგ ვარჯიშს შეუდგნენ. ეს ინფორმაცია worldsport.ge-ს ,,ქუთაისის“ მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა მიაწოდა.
შეგახსენებთ, რომ ბაბუნაშვილი და ბექაური გრიპის ვირუსით იყვნენ ავად და ამის გამო ვერ ვარჯიშობდნენ.







