არგენტინელი ნახევარმცველი ფედერიკო კარტაბია “დეპორტივოს” სრულუფლებიანი წევრია, თუმცა “რიასორზე” ზაფხულიდან ითამაშებს – იუწყება გალისიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
24 წლის ფეხბურთელმა “ვალენსიასთან” ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა, შემდეგ “დეპორტივოსთან” 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ზაფხულში ამოქმედდება და ბოლოს ნახევარი წლით “ბრაგას” მიაშურა.
კარტაბიამ მიმდინარე სეზონში “ღამურების” რიგებში 6 შეხვედრა ჩაატარა და 1 საგოლე პასი გააკეთა.





