ისლანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავკაცმა ლარს ლაგერბაკმა ნორვეგიის ეროვნული გუნდი ჩაიბარა. შვედმა სპეციალისტმა ნორვეგიის ფეხბურთის ასოციაციასთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ლაგერბაკი აქამდე ისლანდიას 2012 წლის იანვრიდან 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე წვრთნიდა. შვედის გაწვრთნილებმა ევრო 2016-ზე გასვლა შეძლეს. გუნდი ამით არ დაკმაყოფილებულა, ფინალურ ეტაპზე ისლანდია ჯგუფიდან გავიდა და მერვედფინალში ინგლისიც დაამარცხა. ლარსის ბოლო მატჩი საფრანგეთთან წაგებული (2:5) მეოთხედფინალური შეხვედრა იყო.
ლაგერბაკის ახალი გუნდი კი კრიზისშია. ნორვეგია მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჯგუფში მეხუთე ადგილს იკავებს და მხოლოდ სან მარინოს უსწრებს.







