სუპერლიგის მონაწილე ,,რუსთავმა“ ახალი ლეგიონერი, მძიმე ფორვარდი მაურის დუგლას ლუის ბრიგსი დაიმატა. ამის შესახებ worldsport.ge-ს ,,რუსთავის“ პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ნათია ჯიოშვილმა განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ბრიგსი 2015-2016 წლების სეზონში სუპერლიგის აწ უკვე ყოფილ გუნდ ,,აკადემიაში“ თამაშობდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო.







