კალათბურთი

20:55 | 4.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

,,დინამოს“ მორიგი გასეირნება

26-ე ეროვნული ჩემპიონატის მესამე წრის პირველი ტურის ბოლო შეხვედრაში ასპარეზობის ერთპიროვნულმა ლიდერმა ,,დინამომ“ ერთ-ერთ აუტსაიდერ ,,ოლიმპს“ უმასპინძლა. ,,ოლიმპის“ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებდა ის ფაქტი, რომ სხვადასხვა მიზეზით გუნდს სამი კალათბურთელი ირაკლი მიქელაძე, კახა ტომარაძე და სანდრო ბოლქვაძე არ ჰყავდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა ,,დინამოს“ უპირატესობით დაიწყო. შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, რომელიც ირაკლი ხოშტარიას შეგირდებმა დიდი ანგარიშით 51:24 მოიგეს. მეორე ტაიმში ,,დინამომ“ სათადარიგო მოთმაშეებს მისცა თავის გამოჩენის შანსი და მშვიდად მიიყვანა მატჩი გამარჯვებამდე 82:64.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 17 ქულა ,,დინამოს“ უკანახაზელმა ნოდარ გოგოძემ დააგროვა. ,,ოლიმპის“ შემადგენლობაში 14 ქულით ყველაზე შედეგიანი უოლტერ პიჩფორდი იყო. 11 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი ,,ოლიმპის“ კიდევ ერთმა წევრმა ტრე ბურნეთმა შეასრულა.

დღევანდელ შეხვედრაში პირველად ითამაშა ,,ოლიმპის“ ახალწვეულმა ნიკოლას შლიცერმა, რომელმაც 12 ქულა, 4 მოხსნა და ერთი პასი დააგროვა.

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში ,,დინამოს“ საერთოდ არ წაუგია, ხოლო ჩემპიონატში ზედიზედ მეთხუთმეტე შეხვედრა მოიგო. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი შეხვედრა დინამოელთათვის მორიგი გასეირნება იყო.

,,დინამო“ - ,,ოლიმპი“ 82:64

( 22:8, 29;16, 18:20, 13:20)

სატურნირო მდგომარეობა 4 თებერვლისათვის

დინამო 15 15 0 30
ქუთაისი 15 12 3 27
რუსთავი 15 8 7 23
სოხუმი 15 7 8 22
კაკტუსი 15 6 9 21
ბათუმი 15 6 9 21
ოლიმპი 15 4 11 18
მგზავრები 15 2 13 17

,,ოლიმპს“ დაკლებული აქვს ერთი ქულა.

მეთექვსმეტე ტურის შეხვედრათა განრიგი

10 თებერვალი

ბათუმი-დინამო

ქუთაისი-სოხუმი

11 თებერვალი

რუსთავი-ოლიმპი

კაკტუსი-მგზავრები

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.100815