ხანგრძლივი შესვენების შემდეგ განახლდა საქართველოს ჩემპიონატო 20-წლამდე ვაჟ კალათბურთელთა შორის.
გამორჩეულ ინტერესს იწვევდა დაუმარცხებლად მოასპარეზე ერთპიროვნულ ლიდერ ,,ჰიუნდაისა და მეორე ადგილზე მყოფ ,,არმიას’’ შეხვედრა. არმიელებმა პირველ ტაიმში სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს მეტოქეს და ერთი ქულის სახვაობით 40:39 დაამარცხეს. მატჩის ბედი მესამე მეოთხედში გადაწყდა, რომელიც ,,ჰიუნდაიმ’’ 29:14 მოიგო. დარჩენილ დროში ნიკო ჩერქეზიშვილის შეგირდებმა შეძლეს მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება 91:77 დაამარცხეს მეტოქე და მიმდინარე ჩემპიონატში ზედიზედ მე-14 გამარჯვება მოიპოვეს.
ამ შეხვედრაში ყველაზე კარგი შედეგი ,,ჰიუნდაის’’ წევრმა რატი ნუცუბიძემ აჩვენა, რომელმაც 26 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. მის თანაგუნდელ გიორგი კორსანტიას ანგარიშზეც ასევე ორმაგი დუბლი დაფიქსირდა, რომელმაც 22 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა. არმიელთა შორის 22 ქულითა და 11 მოხსნით ყველაზე შედეგიანი ვახტანგ გაფრინდაშვილი იყო.







