ფეხბურთი

1:45 | 6.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

კამერუნი - აფრიკის 5-გზის ჩემპიონი (+VIDEO)

კამერუნის ნაკრები აფრიკის ერთა თასის გამარჯვებული გახდა. ფინალში "მოუთვინიერებელმა ლომებმა" 2:1 სძლიეს ექტორ რაულ კუპერის გაწვრთნილ ეგვიპტეს. კუპერზე ცალკე უნდა ითქვას: მერამდენე ფინალი წააგო... ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალი, თასების თასის, კიდევ, იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტური, იგივე ფინალის ტოლფასი. ამჯერად კიდევ აფრიკის თასი. რა შეხსენება გინდათ, კუპერი 2008-2009 წლებში წვრთნიდა საქართველოს ნაკრებს.

სხვათა შორის, ეგვიპტელებმა ფინალში პირველი ტაიმი მოიგეს: ელნენიმ მახვილი კუთხიდან მოულოდნელი დარტყმით გაუტანა კამერუნელთა მეკარეს. მეორე ტაიმში კი, ჯერ ნკულუმ გაათანაბრა თავით, ხოლო ბოლო წუთებზე კი "ბეშიქთაშის"ფორვარდმა ვენსან აბუბაქარმა ეგვიპტელთა მცველს თავზე გადაუგდო ბურთი და მიწაზე დაუშვებლად გაგზავნა კარში - 2:1.

"მოუთვინიერებელ ლომებს" 54 წლის ბელგიელი უგო ბროსი წვრთნის და ეს მისი პირველი ტიტულია პროფესიონალურ სამწვრთნელო კარიერაში. კამერუნი მეხუთედ გახდა აფრიკის ჩემპიონი, ბოლოს თასი 2002 წელს ჰონდა მოპოვებული...

რეკორდსმენი ეგვიპტეა, რომელსაც 7-ჯერ მოუგია აფრიკის ერთა თასი და ამ შვიდიდან, ორჯერ სწორედ კამერუნთან აქვს ფინალი მოგებული.

კამერუნი-ეგვიპტე 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 ელნენი (22), 1:1 ნკულუ (60), 2:1 აბუბაქარი (89)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09805