კალათბურთში სუპერლიგის მონაწილე ,,სოხუმის“ ცენტრალური თავდამსხმელი გიორგი ჯგერენაია (09.10.1990, 208 სმ) ვერც საქართველოს 26-ე ეროვნული ჩემპიონატის მეთექვსმეტე ტურში ითამაშებს. ამის შესახებ worldsport.ge-ს ,,სოხუმის“ მეპატრონემ ვაჟა კვარაცხელიამ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ჯგერენაიამ ფეხის ტრავმის გამო ვერც წინა ტურში ითამაშა, სადაც ,,სოხუმის“ მეტოქე ,,რუსთავი“ იყო. ამჯერად ზღვისპირელები საქართველოს მოქმედ ჩემპიონს ,,ქუთაისს“ ხვდებიან სტუმრად.







