საკალათბურთო ,,ა“ ლიგის მონაწილე თსუ-,,ჰიუნდაი“-მ უკანახაზელი მეთიუ გლოვერის გუნდიდან წასვლის შემდეგ ამავე ამპლუის ამერიკელი კალათბურთელი ჯეიმს ჯექსონი ( 14.05.1990, 190 სმ) დაიმატა. ამის შესახებ worldsport.ge-ს გუნდის პრეზიდენტმა ირაკლი ხარჯავანიძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ჯექსონის გარდა გუნდში ორი ლეგიონერი, კრისტოფერ ანდერსონი (უკანახაზელი) და ცენტრალური თავდამსხმელი კრისტოფერ გაბრიელი უკვე თამაშობენ.
ორი ტურის შემდეგ თსუ-,,ჰიუნდაი“-ს სამი ქულა აქვს და ,,არენა 76“-თან ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს.







