საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის მესამე წრის მეორე ტური დაიწყო ბათუმში, სადაც ადგილობრივმა ,,ბათუმმა’’ ასპარეზობის ერთპიროვნულ ლიდერ ,,დინამოს’’ უმასპინძლა.
ამ სეზონში ,,დინამოს’’ საერთოდ არ აქვს წაგება, ხოლო მასპინძლებს ამ შეხვედრამდე მიმდინარე ჩემპიონატში ზედიზედ ოთხი შეხვედრა ჰქონდათ წაგებული.
გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე პირველი მეოთხედის ბოლოს ,,დინამო’’ გააქტიურდა და დროის ეს მონაკვეთი 19:17 მოიგო. მეორე მეოთხედში ,,დინამოს’’ უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა და პირველი ტაიმის შემდეგ 45: 38 დაწინაურდა.
,,ბათუმი’’ მაქსიმალურად ცდილობდა თამაშში გარდატეხა შეეტანა, მაგრამ ,,დინამო’’ უფრო ძლიერი აღმოჩნდა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა ანგარიშით 81:74. რაც შეეხება ,,ბათუმს’’ ზღვისპირელებმა ზედიზედ მეხუთე შეხვედრა წააგეს და სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გაიუარესეს.
შეხვედრაში ყველაზე მეტი 25 ქულა დინამოელმა მიხეილ ბერიშვილმა დააგროვა. მასპინძელთა მხრიდან 19 ქულით, 5 მოხსნითა და 7 პასით ყველაზე კარგი შედეგი ბესიკ ლეჟავამ აჩვენა. ამ მატჩში ორმაგი დუბლი ,,ბათუმის’’ კალათბურთელებმა იგორ კრივცოვმა (15ქ, 10მ) და კრისტოფერ ფელჩერმა (16ქ, 12 მ) შეასრულეს.
,,ბათუმი’’ - ,,დინამო’’ 74:81 (17: 19, 21: 26, 20: 20, 16: 16)
1 ![]() | დინამო | 16 | 16 / 0 | 1409 / 1131 | 32 |
2 ![]() | ქუთაისი | 16 | 13 / 3 | 1293 / 1185 | 29 |
3 ![]() | რუსთავი | 15 | 8 / 7 | 1172 / 1204 | 23 |
4 ![]() | სოხუმი | 16 | 7 / 9 | 1333 / 1359 | 23 |
5 ![]() | ბათუმი | 16 | 6 / 10 | 1225 / 1250 | 22 |
6 ![]() | კაკტუსი | 15 | 6 / 9 | 1203 / 1293 | 21 |
7 ![]() | ოლიმპი | 15 | 4 / 11 | 1029 / 1102 | 19 |
8 ![]() | მგზავრები | 15 | 2 / 13 | 1090 / 1230 | 17 |















