კალათბურთი

11:45 | 11.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

,,ოლიმპი’’ ამჯერადაც შესუსტებული შემადგენლობით ითამაშებს

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის მე-16 ტურში „ოლიმპი“ კვლავ შესუსტებული შემადგენლობით ითამაშებს. ამის შესახებ worldsport.ge-ს „ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელის ლეონიდ ივატინის თანაშემწე დავით როგავამ განუცხადა.

„კრაიდონ ვუდსს კუნთი დაეჭიმა. კახა ტომარაძეს ტვინის შერყევა აქვს. რაც შეეხება გიორგი (გეგი) ბაქრაძეს, მან ვარჯიში კი განაახლა, მაგრამ მუხლის ტრავმა ისევ გაურთულდა და ამიტომ ვერ ითამაშებს“, - გვითხრა როგავამ.

შეგახსენებთ, რომ წინა ტურში „ოლიმპი“ „დინამოს“ შეხვდა, ახლა კი მისი მეტოქე „რუსთავი“ იქნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169556