ჩოგბურთი

21:42 | 12.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

სოფიას ტურნირი დიმიტროვმა მოიგო (+VIDEO)

სოფიას ღია ტურნირის გამარჯვებული გრიგორ დიმიტროვი გახდა. ბულგარელმა ჩოგბურთელმა, რომელმაც ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი დაამარცხა, ბელგიელი დავიდ გოფინი 7:5, 6:4 დაამარცხა.

მიმდინარე წელს დიმიტროვმა უკვე მეორე ტურნირი მოიგო. იანვრის დასაწყისში გრიგორმა ბრისბენის ტურნირზე გაიმარჯვა. წელს კი ბულგარელს მხოლოდ ერთი წაგება აქვს, ისიც ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში რაფაელ ნადალთან მატჩი დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დათმო.

სოფიას ტურნირის მოგებით დიმიტროვმა 250 ქულა და 85, 945 ევრო გამოიმუშავა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.175912