კალათბურთი

17:24 | 21.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

სეუმ პირველი წრე მოგების გარეშე დაასრულა

საკალათბურთო „ა“ ლიგაში, სადაც 6 გუნდი თამაშობს, დღეს პირველი წრის ბოლო, მეხუთე ტურის მატჩები ტარდება.

პირველ შეხვედრაში ერთპიროვნულმა აუტსაიდერმა სეუმ, რომელსაც აქამდე 4-ვე შეხვედრა წაგებული ჰქონდა, ერთ-ერთ ლიდერ მარნეულის „დელტას“ უმასპინძლა. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე სეუს უკან დასახევი გზა არ ჰქონდა, მაგრამ მაინც ვერაფერს გახდა და დიდი ანგარიშით 72:93 დამარცხდა.

მთელი შეხვედრის განმავლობაში მარნეულელი კალათბურთელები ლიდერობდნენ და შედეგიც ლოგიკური იყო. რაც შეეხება სეუს, იგი აშკარად არაა ფორმაში, მიმდინარე ჩემპიონატში ზედიზედ მეხუთე შეხვედრა წააგო და პირველი წრე მოგების გარეშე დაასრულა.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 25 ქულა „დელტას“ ფორვარდმა ლევან ელიაძემ დააგროვა. სამმაგ დუბლამდე 3 მოხსნა დააკლდა მის თანაგუნდელ, უკანახაზელ იოსებ ლეჟავას, რომლის ანგარიშზეც 10 ქულა, 7 მოხსნა და 11 პასია. მასპინძელთა შორის ყველაზე მეტი 21 ქულა ამერიკელმა ლეგიონერმა, უკანახაზელმა ჯამალ უილსონმა მიითვალა.

ამჟამად მიმდინარეობს „თსუ-ჰიუნდაი“ – „წყალტუბოს“ შეხვედრა.

სეუ - მარნეული 72:93

(11:24, 18:19, 19:30, 24:20)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090114