კალათბურთში ა ლიგის პირველი წრე ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ ,,ტიტებისა’’ და ,,არენა-76’’ მატჩით დასრულდა, რომელიც ამ შეხვედრამდე ლიდერთა ჯგუფს ერთი ქულით ჩამორჩებოდა.
სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, გულშემატკივრები დაძაბულ თამაშს ელოდნენ. შეხვედრა ,,არენა-76’’-ის უპირატესობით დაიწყო, რომელიც მეხუთე წუთისთვის 16:2 დაწინაურდა. მხოლოდ ამის შემდეგ გააქტიურდა ,,ტიტები’’ და ეტაპობრივად დაიწყო ანგარიშში სხვაობის შემცირება.
მეოთხე მეოთხედმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა. მეოთხედის დასაწყისში უპირატესობას ,,ტიტები“ ფლობდა, თუმცა მეორე ნახევარში უპირატესობას ,,არენა 76“ დაეუფლა, რაც საფინალო სირენამდე შეინარჩუნა და უაღრესად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა 70:67.
22 ქულითა და 15 მოხსნით ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი ,,არენა 76“-ს ცენტრალურმა თავდამსხმელმა პიტერ ალექსისმა აჩვენა. ,,ტიტების“ მხრიდან ყველაზე მეტი 20 ქულა არმანი ფლანიგანმა დააგროვა. გიორგი გამყრელიძემ 13 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.
ამრიგად, პირველი წრის შემდეგ ,,ა“ ლიგას დებიუტანტ მარნეულის ,,დელტას“ სახით ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს, რომელმაც 5 თამაშიდან ყველაზე მეტი 9 ქულა დააგროვა.
,,ტიტები“-,,არენა 76“ 67:70 (14:22, 16:14, 19:17, 18:17)
| 1 | მარნეული | 5 | 4 / 1 | 384 / 354 | 9 |
| 2 | ტიტები | 5 | 3 / 2 | 361 / 341 | 8 |
| 3 | თსუ-ჰიუნდაი | 5 | 3 / 2 | 369 / 337 | 8 |
| 4 | არენა-76 | 5 | 3 / 2 | 371 / 364 | 8 |
| 5 | წყალტუბო | 5 | 2 / 3 | 423 / 423 | 7 |
| 6 | სეუ | 5 | 0 / 5 | 351 / 440 | 5 |







