საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის მე-19 ტური ბათუმში, ზღვისპირელებისა და ,,ქუთაისის’’ მატჩით გაიხსნა.
ამ შეხვედრაში ფავორიტად საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ,,ქუთაისი’’ ითვლებოდა, რომელიც 32 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება, ხოლო ,,ბათუმსა’’ და ,,სოხუმს’’ თანაბარი ქულები აქვთ და მე -5-მე-6 ადგილებს ინაწილებენ.
მართალია, სტუმრები ფავორიტად ითვლებოდნენ, მაგრამ ,,ქუთაისის’’ ასეთ იოლ გამარჯვებას მაინც არავინ ელოდა. შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, რომელიც კოტე ტუღუშის შეგირდებმა 15 ქულის სხვაობით 45:30 მოიგეს. მეორე ტაიმში ქუთათურების უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა და დიდი ანგარიშით 96:70 შეძლეს მეტოქის დამარცხება.
მატჩის ბომბარდირი 19 ქულით ,,ქუთაისის’’ უკანახაზელი გიორგი ცეკვავა გახდა. მასპინძელთა შორის 14 ქულით ყველაზე შედეგიანი უკრაინელი ფორვარდი იგორ კრივცოვი იყო.
,,ბათუმი’’- ,,ქუთაისი’’ 70:96 (13:23, 17: 22, 19: 24, 21: 27)







