1958 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელი რაიმონ კოპა 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ფრანგული ფეხბურთის ლეგენდაა და მიშელ პლატინის გამოჩენამდე, "მამლების" საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნეოდა.
კოპა წარმოშობით პოლონელი გახლდათ და მისი ნამდვილი გვარია კოპაჩევსკი.
კოპა თამაშობდა "ანჟერში", "რეიმსსა" და მადრიდის "რეალში". სხვათა შორის, "რეიმსი" მისი თამაშის პერიოდში საფრანგეთის საუკეთესო კლუბი იყო და ჩემპიონთა თასის ფინალში ორჯერ გავიდა: ორივეჯერ "რეალთან" წააგო. მეორე ჯერზე კოპა უკვე მადრიდელთა ფეხბურთელი გახლდათ.
რაიმონ კოპა ცნობილი იყო, როგორც პასების ოსტატი და გადაცემების სიზუსტის გამო ასეთი მეტსახელიც ჰქონდა: "ბატონი მილიმეტრი".









