საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი იანდიანა უელსის მასტერსის პირველ წრეში ბარბადოსის წარმომადგენელ დარიან კინგს დაუპირისპირდება. ნიკოლოზის მეტოქე მსოფლიოს რეიტინგში 131-ე ადგილზეა და წყვილში ფავორიტი ბასილაშვილია.
აღნიშნული მოთამაშები ერთმანეთს აქამდე არ შეხვედრიან. კინგი ნიკოლოზის მსგავსად თამაშობდა საკვალიფიკაციო ეტაპზე, სადაც მე-20 ნომრად იყო განთესილი. დარიანმა ნოა რუბინი და მიხაილ კუკუშკინი დაამარცხა.
აღნიშნული დაპირისპირება 10 მარტს, თბილისის დროით 02:00 საათზეა ჩანიშნული და შესაძლოა მატჩის ჩატარების დრო შეიცვალოს. გამარჯვებული კი 1/32-ფინალში მსოფლიოს მე-11 ჩოგან გაელ მონფისს დაუპირისპირდება.







