კალათბურთი

21:40 | 11.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

„მგზავრებმა“ მესამე წრეში მეხუთე შეხვედრა მოიგო

კალათბურთში ვაჟთა შორის საქართველოს 26-ე ეროვნული ჩემპიონატის მესამე წრე სატურნირო ცხრილის მეოთხე ადგილზე მყოფ „სოხუმისა“ და ერთ-ერთ აუტსაიდერ „მგზავრების“ მატჩით დასრულდა. სატურნირო მდგომარეობის მიუხედავად ამ წყვილში ძნელი იყო ფავორიტი გუნდის დასახელება. ამის თქმის საბაბი იყო ის ფაქტი, რომ ბოლო შეხვედრებს „მგზავრები“ ძალიან კარგად ატარებს.

მიუხედავად იმისა, რომ „სოხუმის“ უპირატესობით დაიწყო შეხვედრა „მგზავრები“ გააქტიურდნენ და პირველი მეოთხედი ფრედ 18:18 დაასრულეს. მეორე მეოთხედში მოპოვებული საგრძნობი უპირატესობის მიუხედავად „მგზავრები“ პირველ ტაიმში მხოლოდ 1-ქულიან უპირატესობას დასჯერდა 39:38.

მეორე ტაიმში ბუბა ბერიშვილის შეგირდების უპირატესობა აშკარა იყო. „მგზავრების“ უპირატესობამ ანგარიშში რამდენჯერმე 18 ქულას მიაღწია. მატჩის საბოლოო ანგარიშია 77:65 „მგზავრების“ სასარგებლოდ, რომელმაც უაღრესად საჭირო გამარჯვება მოიპოვა.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 24 ქულა „მგზავრების“ ერთ-ერთმა ლიდერმა კაჰიმ რენსომმა დააგროვა. სოხუმელთა მხრიდან 30 ქულით და 10 მოხსნით ყველაზე კარგი შედეგი უეიდ ლათანმა აჩვენა.

ერთპიროვნულ ლიდერ „დინამოს“ შემდეგ „მგზავრებმა“ მეორე წრეში ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა. 7 შეხვედრაში 5 მოიგო. ბუბა ბერიშვილის შეგირდებმა მეოთე წრეშიც თუ ასე გააგრძელეს შეიძლება ფლეი ოფში მოხვედრისთვისაც კი იბრძოლონ.

„მგზავრები“ – „სოხუმი“ 77:65 (18:19, 21:20, 24:10, 14:17)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168547