“ნიუ-იორკ რედ ბულსის” მეკარე ლუის რობლესი ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა. 32 წლის კარის დარაჯმა “კოლორადოსთან” (1:0) ზედიზედ 142-ე შეხვედრა ჩაატარა MLS-ში და აქამდე ხსენებულ ლიგაში ამდენი თამაში მიჯრით არავის ჩაუტარებია.
რობლესმა აღნიშნული მატჩები 2012 წლის 29 სექტემბრიდან მოყოლებული ჩაატარა. სწორედ 5 წლის წინ გაუცდა მას MLS-ის კალენდარული შეხვედრა.
“დიდი მადლობა ყველა იმ მწვრთნელს, რომლებიც მენდობოდნენ. მათ გარეშე რეკორდს ნამდვილად ვერ დავამყარებდი”, - აღნიშნა რობლესმა.







