საკალათბურთო ა ლიგაში მერვე ტურის შეხვედრები ჩატარდა. თუ არ ჩავთვლით ,,არენა 76’’ - სეუს შეხვედრას, სადაც ,,არენა 76’’-მა 30 ქულის სხვაობით (93 :63) შეძლო გამოკვეთილი აუტსაიდერის დამარცხება, დაძაბული ტური გამოდგა.
,,წყალტუბო’’- ,,მარნეულის’’ მატჩში ფავორიტად იმერლები ითვლებოდნენ. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე მატჩის ბედი მეოთხე, დასკვნით მეოთხედში გადაწყდა. დროის ეს მონაკვეთი სტუმრებმა უკეთ ჩაატარეს და 75: 67 შეძლეს მეტოქის დამარცხება.
მარნეულელთა გამარჯვებაში გამორჩეული წვლილი ამერიკელმა ლეგიონერმა დეონდრე რეიმ შეიტანა, რომელმაც თავის გუნდს ყველაზე მეტი 21 ქულა შესძინა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი წყალტუბოელი ტრავანტე უილიამსი გახდა, რომელმაც 29 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.
რაც შეეხება ,,ტიტები’’ - თსუ-,,ჰიუნდაის’’ შეხვედრას აქ მატჩის ბედი მესამე მეოთხედში გადაწყდა სტუდენტების სასარგებლოდ. შეხვედრა თსუ-,,ჰიუნდაიმ’’ მოიგო ანგარიშით 84: 75. ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 24 ქულა თსუ ,,ჰიუნდაის’’ წევრმა კრისტოფერ ანდერსონმა დააგროვა.
რვა ტურის შემდეგ სეუმ პირველ ადგილზე გასვლის თეორიული შანსიც დაკარგა. დანარჩენ გუნდებს კი პირველი ადგილის დაკავების თანაბარი შანსი აქვთ.
,,წყალტუბო’’ - ,,მარნეული 67:75 (20:16, 18: 21, 15:17, 14: 21)
,,არენა 76’’ - სეუ 93: 63 (27: 10, 22: 10, 24:20, 20: 23)
,,ტიტები’’ - თსუ ,,ჰიუნდაი’’ 75: 84 (23: 21, 19: 22, 15: 27, 18 :14)







