ფეხბურთი

15:14 | 17.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგაში 1/4-ფინალისტები დააწყვილეს

უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. შესაბამისად, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის 8 უძლიერესმა გუნდმა 4 წყვილი შეადგინა.

დიდ ინტერესს ეწვევს "ბაიერნი"-"რეალისა" და "იუვენტუსი"-"ბარსელონას" დაპირისპირებები.

საბოლოოდ კი, მეოთხედფინალური წყვილები ასეთია:

"ატლეტიკო" (ესპანეთი) - "ლესტერი" (ინგლისი)

"დორტმუნდი" (გერმანია) - "მონაკო" (საფრანგეთი)

"ბაიერნი" (გერმანია) - "რეალი" (ესპანეთი)

"იუვენტუსი" (იტალია) - "ბარსელონა" (ესპანეთი)

მეოთხედფინალის პირველი შეხვედრები 11/12 აპრილს, ხოლო საპასუხო - ერთი კვირის შემდეგ, 18/19 აპრილს გაიმართება. რაც შეეხება ფინალურ დაპირისპირებას, მას 3 ივნისს უელსის დედაქალაქი კარდიფში უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170822