საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ოცდამეექვსე ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე დასკვნითი წრე სატურნირო ცხრილის გასავარდნ ზონაში მყოფი ,,ბათუმისა“ და ,,მგზავრების“ შეხვედრით გაიხსნა.
ამ შეხვედრამდე ,,ბათუმი“ ერთ-ერთ აუტსაიდერ ,,მგზავრებს“ ერთი ქულით უსწრებდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ შეხვედრას ორივე გუნდისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
უაღრესად დაძაბული შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 81:78 დასრულდა და ზღვისპირელები ახლა ,,მგზავრებს“ ორი ქულით უსწრებენ.
შეხვედრა ,,მგზავრების“ უპირატესობით დაიწყო, რომელმაც პირველი ტაიმი დამაჯერებელი ანგარიშით 44:35 მოიგო. დიდ შესვენების შემდეგ გულშემატკივრებმა პირველისაგან განსხვავებული მეორე ტაიმი იხილეს. ამჯერად უპირატესობას ,,ბათუმი“ დაეუფლა. ზღვისპირელებმა ნელ-ნელა იწყეს ანგარიშში სხვაობის შემცირება და მეოთხე მეოთხედის დასაწყისში ანგარიში გაათანაბრეს. ლევან რევაზაშვილის სამქულიანის შემდეგ ,,ბათუმი“ 64:63 დაწინაურდა, უპირატესობა სტუმართა დიდი წინააღმდეგოის მიუხედავად მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა და როგორც უკვე ავღნიშნეთ, უაღრესად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა..
ორივე გუნდის შემადგენლობაში 29 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო შედეგი ,,მგზავრების“ ამერიკელმა ლეგიონერმა კაჰიმ რენსონმა აჩვენა. ბათუმელთა შორის 26 ქულით ყველაზე შედეგიანი უკრაინელი ლეგიონერი ილია შემოსიუკი იყო.
,,ბათუმი“- ,,მგზავრები“ 81:78 (19:24, 16:20, 23:17, 23:17)







