მიმდინარე ჩემპიონატის მეოთხე წრის პირველი ტურის მეორე შეხვედრას ქუთაისმა უმასპინძლა, სადაც სუპერლიგის დებიუტანტი ,,კაკტუსი“ სტუმრობდა.
ზედიზედ 3 წაგების შემდეგ ,,კაკტუსმა“ სატურნირო მდგომარეობა გაიუარესა და გასავარდნ ზონას მიუახლოვდა. რაც შეეხება ,,ქუთაისს“, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე მყარადაა დამკვიდრებული და პლეი-ოფში თამაში გარანტირებული აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტად მასპინძლები ითვლებოდნენ, ,,კაკტუსმა“ პირველ ტაიმში ნამდვილი შტურმი მოუწყო მეტოქეს და დროის ეს მონაკვეთი 20 ქულის სხვაობით 45:25 მოუგო. შეიძლება ითქვას, რომ სტუმრებს გამარჯვება თითქმის გარანტირებული ჰქონდათ, მაგრამ კოტე ტუღუშს შეგირდები სხვაგვარად ფიქრობდნენ. მეორე ტაიმში ,,ქუთაისმა“ არამარტო გაათანაბრა ანგარიში, არამედ წინ გასვლაც მოახერხა, უპირატესობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა და 82:78 დაამარცხა მეტოქე.
ამ შეხვედრაში გამარჯვებას ,,კაკტუსი“ ნამდვილად იმსახურებდა, მაგრამ მას ფორტუნამ ზურგი აქცია და დიდი უპირატესობის შენარჩუნება.
ამ შეხვედრაში ყველაზე კარგი შედეგი ,,კაკტუსის“ წევრმა ბექა ჩიკვილაძემ აჩვენა, რომლის ანგარიშზეც 19 ქულა, 9 მოხსნა და 5 პასია. ქუთაისელთა შორის 17 ქულით, 8 მოხსნით და 7 პასით საუკეთესო გიორგი ცინცაძე იყო.
,,ქუთაისი“- ,,კაკტუსი“ 82:78 (19:26, 6:19, 30:21, 27:12)







