უბედური შემთხვევა დაფიქსირდა მოზამბიკში, სადაც 19 წლის ფეხბურთელი სახელად ესტავაო ალბერტო ჟინო ნიანგის თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ახალგაზრდა მოთამაშე სამოყვარულო დონეზე "ატლეტიკო მინეირო ტეტეში" თამაშობდა. აღნიშნული ინფორმაცია გუნდის ფეისბუქგვერდმა დაადასტურა.
როგორც კლუბის მენეჯერმა ედი კარვალიომ O Tompo-სთან საუბარში განაცხადა, ფეხბურთელი მდინარე ზამბეზის ნაპირებთან ორ მეგობართან ერთად დარბოდა, როდესაც თითქმის 5-მეტრიანი ნიანგი მოულოდნელად წყლიდან ამოვიდა, ფეხბურთელს დაზიანება წელზე მიაყენა და წყალში დაბრუნდა.







